Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, მართალია, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 01/03/2024
ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, მართალია, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არის დაშვებული თანამშრომლობა სანქცირებულ კომპანიებთან და ეს არის მთავრობის პოლიტიკა.

„საქართველოში ჩამოსული იყო მისია, სადაც წარმოდგენილი იყვნენ როგორც ევროკავშირი, ასევე ბრიტანეთი და აშშ და დამტკიცდა, რომ საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, მათ შორის ამგვარი ქმედებებისთვის. ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ვაპირებ თავზე გადაგახიოთ ეგ კანონი და ყოველ კვირა დემონსტრაციულად დავარღვევ – ტორესა მოსი
Next: ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.