Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაუწერელი, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ გაილაშქრებენ და იტყვიან, რომ ეს არის ცენზურა, რუსული მიდგომა, ეს არის ჩარევა და უფლებების დარღვევა

მარშალ პრესი 01/03/2024
მამუკა მდინარაძე

„ვინმემ რამე რომ არ დაგვაბრალოს, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, ცენზურას ხომ არ გამოიწვევს, ხომ არ გამოიწვევს ადამიანის უფლებების სფეროში ჩარევას რაიმე უხეში ფორმით- არა, პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ოქროს შუალედი მოვნახოთ, რომ უფლებების დაცვის კუთხით კიდევ უფრო გავძლიერდეთ, მაგრამ ამავე დროს, ამის პარალელურად და არა ამის ხარჯზე, უნდა შევძლოთ ჩვენი მომავალი თაობების დაცვა ამ პროპაგანდისგან“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ იმ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

მამუკა მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ გაილაშქრებს და იტყვის, რომ ეს არის ცენზურა და უფლებების დარღვევა.

„წინასწარ დაგიანონსებთ, ხვალ, ზეგ, ჩვენი ამ ინიციატივის და არასაკანონმდებლო ინიციატივის, სპეციალურად ვამბობ ამას, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ შევქმნათ საკანონმდებლო ინიციატივა, ამ ინიციატივის წინააღმდეგ, დაუწერელი კანონის, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ გაილაშქრებენ და იტყვიან, რომ ეს არის ცენზურა, ეს არის რუსული მიდგომა, იტყვიან, რომ ეს არის ჩარევა, უფლებების დარღვევა- ეს არის პროპაგანდის ნიშან-თვისება“-აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. „პროპაგანდის თავისებურებაა, რომ ის უნდა ამოეფაროს უფლებების დაცვის კონტექსტს და ისე უნდა წარმოებდეს პროპაგანდა. ამ პროპაგანდის შეპარება ადამიანებთან ასე ხდება, რომ ვითომ იცავენ უფლებას, სინამდვილეში აწარმოებენ პროპაგანდას. ამიტომ, ესენი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ. უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან – ირაკლი კობახიძე
Next: ინსტრუქციას ელოდებიან პატრონებისგან – ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობოების და პოლიტიკოსების ნაწილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025