Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის პირდაპირი ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში – მაია ბითაძე რეზოლუციაში სააკაშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერზე

მარშალ პრესი 29/02/2024
მაია ბითაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ფიქრობს, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერილ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი ქართულ მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ჩარევაა. ამის შესახებ ბითაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა აღიარა, რომ ქართული მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის მართალი, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბოლო წუთში, რადიკალური ოპოზიციის ლობისტების მხრიდან ჩნდება ჩანაწერი. ეს არის პირდაპირი ჩარევა როგორც ქართულ მართლმსაჯულებაში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში“, – აღნიშნა ბითაძემ.

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

Post navigation

Previous: გომისმთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
Next: უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.