Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი არ დაუჭირა

მარშალ პრესი 29/02/2024
czech

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილების უფლებების უმეტეს ნაწილში გათანაბრებას ითვალისწინებს, თუმცა მხარი არ დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინებაში უნდა ჰქონოდათ ისეთივე უფლებები, როგორიც აქვთ ქორწინებაში მყოფ ქალსა და მამაკაცს: საერთო ქონების ფლობა, ქვრივის უფლება პენსიის მიღებაზე, შვილებთან დაკავშირებით უფლებები და მოვალეობები და სხვ. კანონპროექტის მიღებით ჩეხეთში პრაქტიკულად აღარ იარსებებდა სამოქალაქო პარტნიორობა, რომელსაც 2006 წლიდან ერთნაირსქესიანი წყვილები აფორმებდნენ.

თუმცა კონსერვატორი დეპუტატების პროტესტის გამო, პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, არამედ ხაზს უსვამს პარტნიორობის უკვე არსებულ მექანიზმს.

კანონპროექტის თანახმად, ერთნაირსქესიანთა წყვილებს შვილად აყვანის უფლება არ ექნებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ბავშვის ბიოლოგიური მშობელია.

ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ზედა პალატაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც მას პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა უნდა მოაწეროს ხელი. აღსანიშნავია, რომ პეტრ პაველმა მანამდე მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია – სოზარ სუბარი
Next: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ამ მიზნის შესრულებაზე უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე ჩინეთია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.