Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე, ოპოზიცია კი იბრძვის, იმისთვის რომ სხვა ქვეყნის გავლენები გაიზარდოს საქართველოში

მარშალ პრესი 29/02/2024
გურამ მაჭარაშვილი

„სამწუხაროდ ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს იბრძვის იმისათვის, რომ ქვეყანაზე უცხო ქვეყნის გავლენა გაიზარდოს.

„სამწუხაროდ ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე. ოპოზიცია, რისთვის იბრძვის? რომ სხვა ქვეყნის გავლენები გაიზარდოს საქართველოში. ოპოზიცია იბრძვის, რომ სასამართლოზე იყოს საელჩოების გავლენები და მათ შეამოწმონ რომელი მოსამართლე ვარგა და რომელი არა; ენჯეო სექტორი, რომელსაც აფინანსებს უცხოური თანხები და უცხოური სახელმწიფოები, ითხოვდნენ დააკომპლექტონ ტექნიკური მთავრობა და საქართველოს პარლამენტში ამ ორივემ – ენჯეომ და ოპოზიციამ უნდა გვიკარნახოს რა კანონები მივიღოთ. ახლა გეკითხებით სად არის აქ სუვერენიტეტის სივრცე?

აი ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ სტრატეგიული პარტნიორები ძალიან კარგად ხვდებიან, ჩვენ ანუ „ხალხის ძალა“ რა განცხადებებს ვაკეთებთ – რა გვტკივა? ჩვენ გვტკივა ის, რომ გვიწევს ბრძოლა ჩვენი სუვერენიტეტისთვის და ქვეყნის უცხოური გავლენებისგან გასათავისუფლებლად. როცა სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, აქაც ჩვენ პირველად ვახსენეთ ფრაზა – ვასალური დამოკიდებულება რაც არ გვინდა.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: რომელ ადამიანს აქვს განცდა, რომ ადამიანი, რომელიც საპატიმროს წინ გვარამიასთან კონსულტაციებს მართავდა და დირექტივებს იღებდა, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი?
Next: სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია – სოზარ სუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.