Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საფრანგეთის პრემიერი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

მარშალ პრესი 28/02/2024
გაბრიელ ატალი

საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს ევროპული მომავალი აკავშირებთ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო,მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნა და ამასთან ერთად, გულითადად გისურვოთ დიდი წარმატებები ამ საპატიო მისიის შესრულებაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

გიდასტურებთ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე ნებას, ერთად ვიმუშაოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და ნდობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი და მტკიცედ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ევროპულმა საბჭომ გასული წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში, მიიღო გადაწყვეტილება, თქვენი ქვეყნისთვის მიენიჭებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და გამოხატა რწმენა, რომ ქვეყანა შეუქცევადად და ინკლუზიურად შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც კომისიამ 2023 წლის 8 ნოემბერს განსაზღვრა, კერძოდ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო გარემოს გაძლიერების კუთხით. საფრანგეთსა და საქართველოს, ისე როგორც არასდროს, ევროპული მომავალი აკავშირებთ. ამ მხრივ ეჭვი არ მეპარება თქვენს მიზანდასახულობაში და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ამ გზაზე ჩვენს სრულ მხარდაჭერას.

საქართველოს საფრანგეთთან განსაკუთრებული პარტნიორობა აკავშირებს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩემი მთავრობა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ და უპირობო მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იმ ფონზე, როდესაც ევროპა ინფორმაციით მანიპულირების კამპანიამ მოიცვა, ჩვენი მოვალეობაა, გავაგრძელოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი თანამშრომლობა და ერთობლივად დავიცვათ საერთო ღირებულებები.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში”, – აღნიშნულია წერილში.

Post navigation

Previous: ლეონიდ ილიას ძემდე მას ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს… – დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიაზე
Next: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ. რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.