IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დღეს ბიძინა ივანიშვილს შესანიშნავი სიტყვა ჰქონდა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის გამოსვლებში, დაბალანსებული. მან გაამახვილა ყურადღება ერთ რამეზე, რომ არჩევნებში მონაწილეობის არმიღება არ არსებობს – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს, სახლში დარჩენით, ძალიან ცდება. დაახლოებით ეს აზრი, ოღონდ კონკრეტიკით თქვა ბიძინა ივანიშვილმა. ხმები, რომლებიც გადანაწილდება, 60 პარტიაა, ჩვენ მოგვაკლდებაო და მართალია. თუ დავაკვირდით სოციოლოგიურ გამოკითხვებს „რუსთავი2“-ის გაკეთებულს. გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რადგან ხმები გადანაწილებული იყო „ნაციონალისტურ“ პარტიებში და მობილიზაცია მოახერხეს. ამან, 4-5% მოუმატა. წარმოიდგინეთ რამდენი ხმა გადანაწილდება 60 პარტიაში. ეს სულ „ქართული ოცნების“ ხმებია და ეს ხმები გადაფანტული სხვა პარტიებში არცერთს გამოადგება, ძალის მატარებელს ვერავის გახდის. გახდის ძალის მატარებელს და გამოადგება „ნაციონალურ მოძრაობას“. სახლში დარჩენით ჩვენ ხმას ვაძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას““, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება