Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მთავარია, რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და უცხოელი პატრონების ნებაზე არიან დამოკიდებული იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან

მარშალ პრესი 28/02/2024
ლევან ნიკოლეიშვილი

ქართველი ამომრჩეველი იმაზე მეტად გაიზარდა პოლიტიკურად, ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ეს ის ამომრჩეველია, რომლის სწორი გადაწყვეტილების შედეგად, უკვე მერამდენე არჩევნებია, ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადობა უნარჩუნდება – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს.

ექსპერტის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადიკალურმა დაჯგუფებებმა მარცხი უნდა აღიარონ, დესტაბილიზაციის მცდელობებზე უარი თქვან და შეეგუონ, რომ ქართველი ამომრჩევლის ნებას წინ ვერ აღუდგებიან.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრი პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური სუბიექტისთვის გადამწყვეტი არჩევნები იქნება. ვიღაც მოიგებს და ვიღაც წააგებს. მოგება-წაგება კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და რომლებიც ძირითადად მაინც თავიანთი უცხოელი პატრონების ნებაზე და დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული, იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის და ამომრჩევლის ნებას წინ ვერ აღუდგებიან, წაგებას შეეგუონ და აღიარონ, ყოველგვარი დესტაბილიზაციისგან თავი შეიკავონ, მომავალში ქართულ პოლიტიკისგან გამიჯვნაზეც თუ იფიქრებენ ცუდი არ იქნება, თუ რასაკვირველია სინდისი მისცემს მათ ამის საშუალებას. ქართველი ამომრჩეველი იმაზე მეტად გაიზარდა პოლიტიკურად ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ეს ის ამომრჩეველია, რომლის სწორი გადაწყვეტილების შედეგად, უკვე მერამდენე არჩევნებია, ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადობა უნარჩუნდება. ასე იქნება წელსაც და არავის ვურჩევ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მართლაც დაკარგული აქვთ ეროვნული თავმოყვარეობა, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს”, – წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: “ვეტინგის” შემოღების ინიციატორებმა გადახედონ საერთაშორისო კვლევებს და ნახონ თუ როგორი გაჭენებულია კორუფცია უკრაინაში, ალბანეთსა და მოლდოვაში და როგორი უმდაბლესი ნდობაა იქაური მართლმსაჯულების სისტემებისადმი
Next: „ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70% გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ამომრჩევლის 70%-თან კი უკვე შეკრა ხანგრძლივი ალიანსი ხელისუფლებამ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025