Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ სახელმწიფო ზომისა თუ პოლიტიკური წონის მიუხედავად, საქართველოსთან მენტორული ტონით საუბარი არ გამოვა – ზურაბ ქადაგიძე აშშ-ს ელჩის გამოსვლაზე

მარშალ პრესი 28/02/2024
ზურაბ ქადაგიძე

„ამერიკის ელჩის ეს პასუხები, რომელიც თავის მართლების ხასიათსაც ატარებდა, ძალიან კარგი ფაქტია, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამერიკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები და სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და საქართველოსთვის რეალური შედეგების მომტანი უნდა იყოს,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში და ამით ეხმიანება პარლამენტში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის გამოსვლას. როგორც ქადაგიძე წერს, მესიჯები, რომლებიც ელჩის მხრიდან გაჟღერდა „ხალხის ძალის“ პოლიტიკური აქტიურობის გამოძახილია.

„ხალხის ძალის” ეფექტი! დღეს ამერიკის ელჩი საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა: – ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია ვიყო მეუღლე და ორი შვილის დედა… (ფაქტობრივად ბლინკენის “ლგბტ-ნარატივი” უგულებელყო) – ივნისში მე ქართული კომპანიების დელეგაციებს ვუხელმძღვანელებ, რათა მონაწილეობა მივიღოთ “SelectUSA-ში”, რომელიც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა… – მე „შუა დერეფანში” საქართველოს როლს მხარს დავუჭერ… ამერიკის ელჩის ეს პასუხები, რომელიც თავის მართლების ხასიათსაც ატარებდა, ძალიან კარგი ფაქტია, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამერიკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები და სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და საქართველოსთვის რეალური შედეგების მომტანი უნდა იყოს. ახლა, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხია ქართული საზოგადოებისათვის მეტად აქტუალური. იმედი მაქვს, ამაზე სერიოზულად დაიწყებენ ვაშინგტონში მუშაობას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ სახელმწიფო ზომისა თუ პოლიტიკური წონის მიუხედავად, საქართველოსთან მენტორული ტონით საუბარი არ გამოვა და პარტნიორობა ორმხრივი ვალდებულებაა!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: მართლმსაჯულება სახელმწიფოს მთავარი საყრდენია, ცხადია, რომ ნაცმოძრაობის ლობისტებს ვეტინგის მეთოდის მეშვეობით სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა სურთ
Next: დღეს ვიცით, რომ ოპოზიცია მეტწილად დესტრუქციისათვის საზღვარგარეთიდან თითქმის ულიმიტო თანხებით ფინანსდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025