Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა საჭიროა აგენტოკრატების მარიონეტისთვის მისთვის უჩვეულო სფეროში – სიმართლის მხარეზე გადანაცვლება, როდესაც არსებობს რუსეთი და „რუსული”

მარშალ პრესი 28/02/2024
ქართველიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში და იქ გაკეთებულ განცხადებებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, როცა საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევით საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დადგება. ქართველიშვილის თქმით, რუსეთის ფაქტორთან შეგუება ჩვენ უკვე 33 წელიწადია გვიწევს და ამის შესახებ ამ ქალბატონის შეხსენება ჩვენ არ გვჭირდება.

„დიდ ბრიტანეთში მყოფმა ნაცების მესამე პრეზიდენტმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა მისთვის უცხო ქვეყნის – საქართველოს შესახებ. Sky News-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს თითქოსდა ერთადერთი საგარეო საფრთხე ემუქრება: „რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევით და ჰიბრიდული ომის გაჩაღებით“. მისი ეს განცხადება ემსახურებოდა დანარჩენი, რეალური, გამოვლენილი და აშკარა საგარეო საფრთხეების დაჩრდილვას და ძირითადი ყურადღების გადატანას ნაცნობი, „რუსული არჩევნების” მიმართულებით.

ეს არის ნაცების მესამე პრეზიდენტის მიერ შემოგდებული ახალი საარჩევნო ბრენდი. სწორედ ამ სტიგმის გავრცელებას ემსახურებოდა მისი ლონდონური ვოიაჟი. რა თქმა უნდა, არც ერთ სიტყვა დასავლეთის მიერ მილიარდობით დახარჯულ ფინანსურ მცდელობაზე 2020-2021 წწ. არჩევნების შედეგებზე სიცრუეზე აგებული ზეგავლენების მოხდენაზე; არც ერთი სიტყვა USAID-ისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სპონსორის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში შეტანილი წვლილის შესახებ; არც ერთი სიტყვა NDI, IRI თუ Edison-ის მხრიდან წინასაარჩევნოდ არაერთ გაყალბებულ კვლევაზე; არც ერთი სიტყვა გამყალბებელ ISFED-ზე და ა.შ. რა საჭიროა აგენტოკრატების მარიონეტისთვის მისთვის უჩვეულო სფეროში – სიმართლის მხარეზე გადანაცვლება, როდესაც არსებობს რუსეთი და „რუსული”: ოცნება, კანონები, სასამართლო, სარწმუნოება, შობა, არჩევნები. რუსეთის ფაქტორთან შეგუება ჩვენ უკვე 33 წელიწადი გვიწევს და ამის შესახებ ამ ქალბატონის შეხსენება ჩვენ არ გვჭირდება. განსაკუთრებით იმ წინაპრების შთამომავალ ქალბატონს, რომლებმაც ბოლშევიკური რუსეთის ხელში მიატოვეს საქართველო და რომლის ახალი სამშობლო საფრანგეთი საბჭოთა ქართველებმა, ბერლინის აღებით საკუთარი სიცოცხლის ფასად გაათავისუფლეს ფაშისტებისაგან. გაათავისუფლეს იმისთვის, რომ დღეს მან, როგორც ჩანს, შური იძიოს მისთვის მიუღებელ ქვეყანაზე და მის „საბჭოური, რუსული” წარსულის მქონე შვილებზე,” – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია
Next: ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები, ჯერჯერობით არც ერთი პარტია ისე არ გამოიყურება – გიგი უგულავა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025