Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 28/02/2024
429319191_787420303272926_292228224683037141_n

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს მართავს. ირაკლი ჩიქოვანმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილიც. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

Post navigation

Previous: ლგბტ პროპაგანდა სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა – ვატო შაქარიშვილი
Next: 2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.