Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა? – გასარკვევია, ვინ არის და საიდან ფინანსდება ჯგუფი, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტს

მარშალ პრესი 28/02/2024
ნინო ფოჩხუა

დღეს კიდევ ერთი პროტესტი აგორდა, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა არ შეუშვეს. სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა, ვინ არის ის ჯგუფი და საიდან ფინანსდება, ვინც ორგანიზებას უწევს ამ პროტესტს, გასარკვევია, – წერს  ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. ფოჩხუას აზრით, პროექტის გაჩერების მოთხოვნა პირდაპირი საბოტაჟია ინვესტიციების განხორციელების, კურორტების აღორძინების, ადგილობრივების დასაქმების და ა.შ. მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებას ხელს ვერავინ შეუშლის.

„დღეს კიდევ ერთი პროტესტი აგორდა, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა არ შეუშვეს. სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა, ვინ არის ის ჯგუფი და საიდან ფინანსდება, ვინც ორგანიზებას უწევს ამ პროტესტს, გასარკვევია. მე მესმის შეიძლება იქ რაღაც თემებზე იყოს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ პროექტის გაჩერება მოითხოვო, არაფერში ჯდება. ეს ხომ პირდაპირი საბოტაჟია ინვესტიციების განხორციელების, კურორტების აღორძინების, ადგილობრივების დასაქმების და ა.შ. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, გავიხსენოთ ვარლამ გოლეთიანი. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილეს სიტუაციის ესკალაცია და დატოვეს ტერიტორია, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ქვეყნის განვითარებას ხელს ვერავინ შეუშლის“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: მკაფიოდ ვიტყვი, რომ არცერთი ის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არ იქნება მიღებული ჩვენს ქვეყანაში და ტყუილად აქვთ ამის იმედი
Next: ლგბტ პროპაგანდა სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა – ვატო შაქარიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.