IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც გერმანიის ელჩმა გარკვეულწილად დიპლომატიური შეცდომა დაუშვა, – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის დღევანდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა.

„მაგალითად 20 ივნისს, როდესაც მისი ყოფნა პარლამენტის შენობაში შემდეგ „ოცნებამ“ გამოიყენა სათავისოდ და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და ამაზე ახსნა მოუწია. ასევე, ჩემთვის ცოტათი უცნაური იყო, როდესაც საქართველოში ყველა მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია აფიქსირებდა პოზიციას ქალბატონ კილაძესთან დაკავშირებით, რატომ ჩათვალა ელჩმა, რომ მას უნდა დაეცვა ადამიანის უფლების თავმჯდომარის კანდიდატურა. ვფქრობ, რომ ესეც ის შემთხვევაა, როდესაც მან გარკვეულწილად ალბათ დისკომფორტი შეუქმნა საკუთარ კოლეგებსაც იმით, რომ დააფიქსირა პოზიცია, რომელიც განსხვავდება იმ პოზიციისგან, რომელიც სხვა მხარეებმა დააფიქსირეს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ასე რომ, ვფიქრობ, ალბათ, გარკვეულწილად, დიპლომატიურ გაუგებრობასთან გვაქვს ადგილი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.

კომენტარის დატოვება
IMG.GE