ნინოწმინდის პანსიონის რამდენიმე ბენეფიციარი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

358
წაკითხვა/ნახვა
mpn

ნინოწმინდის პანსიონის რამდენიმე ბენეფიციარი სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები.

მათივე ცნობით, საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

პანსიონში რჩებიან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ასევე პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე საპატრიარქოს მიერ შექმნილი კომისიის წევრები.

პანსიონი დღეს დილიდან რვა ბენეფიციარმა დატოვა, თუმცა ნაწილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს საზაფხულო არდადეგებს უკავშირდება.

ერთ-ერთი ბენეფიციარის დედა ამბობს, რომ მისი შვილები უკვე ექვსი წელია, პანსიონში იმყოფებიან და ძალადობის რაიმე ფაქტების შესახებ არ სმენია, ხოლო დღეს, პანსიონიდან გაყვანა საზაფხულო არდადეგებს უკავშირდება.

მშობლის თქმით, მისთვის ბავშვების გაყვანა არ უთხოვია არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც პანსიონს.

გარდა ამისა, საპატრიარქოს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრი ვეფხია ოდიშარიაც აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, დღეს დილიდან ბავშვების გაყვანა დაკავშირებულია საზაფხულო არდადეგებთან.

კომენტარები
mpn
მოწონება