Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოვუწოდებ – შეიძლება კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს, უნდა შეეშვათ ასეთი “ენჯეოშნიკების” დაფინანსებას

მარშალ პრესი 27/02/2024
ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მიღებულ თანხებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის იყენებენ.

ზარქუას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი დაფინანსება რადიკალურმა ოპოზიციამ ბოროტად გამოიყენა.

“საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, მათ შორის საელჩოებსაც – შეიძლება თქვენ კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ ნახეთ, რომ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს. ხომ ნახეთ, საზოგადოებამ არ მიიღო, არ დაუდგა გვერდით, ასე რომ, უნდა შევეშვათ ასეთი “ენჯეოშნიკების” დაფინანსებას, რომელიც მათ შორის, არა ჩვენს წინააღმდეგ, არამედ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზეც იქონიებს მავნებლურ გავლენას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: სამწუხაროდ, გვაქვს მაგალითები, როდესაც უცხოური ფული კანონის გვერდის ავლით ხვდება ქართულ პოლიტიკაში – კლასიკური მაგალითია პოლიტიკური პარტია „დროა“
Next: ადრე ამას სააკაშვილი ადეიშვილის ხელმძღვანელობით ერთპიროვნულად აკეთებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.