Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად – ნინო დოლიძე უცხოელი დონორების მხრიდან პარტიული არასამთავრობების დაფინანსებაზე

მარშალ პრესი 27/02/2024
ნინო დოლიძე1

არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შეიქმნა, არსებობს პარტიების მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შეხედონ, ხდება თუ არა მაგალითად პარტიებისთვის ისეთი შემოწირულობა, რომელიც კანონმდებლობასთან არ არის თავსებადი, – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძემ უპასუხა შეკითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხების პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები ქვეყნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად თანამშრომლობენ.

“თუ ასეთი ხდება [პარტიების კანონმდებლობასთან არათავსებადი გზით დაფინანსება], ამას ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა მიხედოს, ხოლო თუ უბრალოდ მოსაზრებების გაზიარებაზეა საუბარი, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად”, – განაცხადა დოლიძემ.

Post navigation

Previous: სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა
Next: “ლელოს” მორიგი ტყუილი – გია აბაშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.