Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თურმე, საელჩოებმა და უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ქვეყნის პოლიტიკის ფორმირების ყველა სფეროში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღონ, დეპუტატს კი ელჩისადმი კითხვის დასმის უფლებაც არ აქვს

მარშალ პრესი 27/02/2024
დიმიტრი ხუნდაძე

„უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ცუდისა და კარგის გარჩევა შეგვეძლოს. არ უნდა იყოს ასე, რომ ერთი კონკრეტული მისამართიდან ყველაფერი კარგია, მეორიდან კი – ყველაფერი მიუღებელი“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ არაპარტნიორულ ურთიერთობაზე, რაც ამერიკის მხრიდან სხვადასხვა ფორმით გამოიხატა.

„პარტნიორული ურთიერთობები, პირველ რიგში, თანასწორუფლებიანობასა და ურთიერთპატივისცემას გულისხმობს და არა იმას, რომ როცა დეპუტატებმა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ის მაშინდელ ელჩს, კელი დეგნანს მივმართეთ, იქიდან შეურაცხმყოფელი პასუხები მივიღეთ (მან ტყუილად მონათლა ის ინფორმაცია, რომ მასსა და ბ-ნ ბიძინას შორის შეხვედრა შედგა, თუმცა შემდეგ თვითონვე აღიარა, რომ ასეთი შეხვედრა იყო); რომ თურმე, საელჩოებმა და უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ქვეყნის პოლიტიკის ფორმირების ყველა სფეროში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღონ, დეპუტატს კი ელჩისადმი კითხვის დასმის უფლებაც არ აქვს. რასაც კელი დეგნანი აკეთებდა, ის რომ აშშ-ში ქართველმა დიპლომატმა გააკეთოს რომელიმე კონგრესმენისადმი, ამას რა რეაქცია მოჰყვება, წარმოიდგინეთ. ასეთი ვასალური დამოკიდებულება კი, რომ ერთი მხრიდან შეიძლება და მეორე მხრიდან – არა, მიუღებელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: საინტერესო იქნება საელჩოების პასუხი კითხვაზე, რატომ აფინანსებენ ლგბტ პროპაგანდას, როცა მათთვისაც ცნობილია, რომ ეს პროპაგანდა საქართველოს საზოგადოების მინიმუმ 90 პროცენტისთვის მიუღებელია
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის “საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის’’ ფარგლებში, თუნუქის ფურცლის გაცემა დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.