Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

მარშალ პრესი 26/02/2024
b1c82a20-045e-47a2-9989-579f44ed721b

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მურატ ნურთლეუსთან.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ  ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღნიშნეს ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ბოლო წლებში გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშომლობას, აღინიშნა, რომ 2023 წელს, თბილისში წარმატებით ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. განხილული იყო ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით არსებული მაჩვენებლები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. ამასთან მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე.

მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით.

ილია დარჩიაშვილმა მურატ ნურთლეუ თბილისში მოიწვია.

ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ვიზიტით ქ. ჟენევაში იმყოფება. მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე.

Post navigation

Previous: საქართველოს დამონებისა და კოლონიზაციის მცდელობა, ისტორიულად, ძალიან ცუდად მთავრდება მათთვის, ვინც ამას განიზრახავს
Next: ბიძინა ივანიშვილმა ამ ეტაპზე საქართველო დაღუპვას გადაარჩინა და მე მისი მადლობელი ვარ – გივი სიხარულიძე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.