Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც 10 წლამდე ბავშვებს „გეი“ დროშები დააკავებინებენ ხელში და ეროტიკულ ტანსაცმელს ჩააცვამენ, ეს არის იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა

მარშალ პრესი 26/02/2024
გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ, რაც გაგვაჩნია ყველაზე მძლავრი იარაღი, არის ჩვენი ტრადიციები და იდენტობა. ამას ვამბობდით ყოველთვის, ყველა წერილში,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარისას.

„ახლა, უკვე ოფიციალურ დონეზე, როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასეთი მიმართვა გაუკეთა თავის თანამშრომლებს, დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სამსახურმა და ესპანეთში, სამწუხაროდ, გვირგვინი იყო, რომ 10 წლამდე ბავშვებს „გეი“ დროშები დააკავებინეს ხელში და ეროტიკული ტანსაცმელი ჩააცვეს, ნიშნავს იმას, რომ ეს არის იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ, რაც გაგვაჩნია ყველაზე მძლავრი იარაღი, არის ჩვენი ტრადიციები და იდენტობა.

ამას ვამბობდით ყოველთვის, ყველა წერილში,“ განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. აქვე, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ლგბტ” პროპაგანდა შესულია თითქმის ყველა სფეროში და ეს დამღუპველია ქვეყნისთვის. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ “ლგბტ” პროპაგანდა არის დამღუპველი ზოგადად მსოფლიოსთვის და ჩვენს შემთხვევაში, საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ საქართველო გვაინტერესებს, ვგულისხმობთ სწორედ ასეთ მაგალითებს, როდესაც ეს პროპაგანდა შესულია თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის კინოინდუსტრიაში. ძალიან სამწუხაროა, პრინციპში გასაკვირი და „საინტერესო“, რას იტყვის ამასთან დაკავშირებით ხაზარაძე და მისი პოლიტიკური პარტია, როდესაც მისმა შვილმა “ლგბტ” პროპაგანდის მიმართულებით, ერთ-ერთ კინოფესტივალზე პრიზი მოიგო,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: დღეს 21-ე საუკუნეა, “შაშკებით” აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ
Next: ჩინელი ტურისტები ყოველ დილით ვარდებით ამკობენ “ქართლის დედას”. საუკუნოვანი ქვეყანა, რომელიც თავად სცემს ტრადიციებს პატივს, ჩვენს ღირებულებებსაც უფრთხილდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.