Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თანაბარუფლებიანობა, პატიოსანი თამაშის წესები და თანაბარი პირობებია ის ურთიერთობა, რასაც საქართველო მოითხოვს ყველა პარტნიორისაგან

მარშალ პრესი 26/02/2024
ქადაგიძე

სახელმწიფოთაშორის პარტნიორული ურთიერთობების მაგალითად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას. ამ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიო კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მსჯელობენ საქართველო-აშშ შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, ვიზების გამარტივებასა და სტრატეგიული პარტნიორობით ნაგულისხმევ სიკეთეებზე, რეალური პარტნიორობა გამოიხატება ასე – ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა დაუწესა.

სტრატეგიული პარტნიორობა, წინაპირობებისა და ურთიერთობებში ჩადებული „ნაღმების” გარეშე ურთიერთობას ნიშნავს.

თანაბარუფლებიანობა, პატიოსანი თამაშის წესები და თანაბარი პირობებია ის ურთიერთობა, რასაც საქართველო მოითხოვს ყველა პარტნიორისაგან. დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა!

P.S. წარსულს უნდა ჩაბარდეს, საქართველოს მიმართ ის „ბატონ-ყმური” ურთიერთობა, რომელსაც ზოგიერთი „უფროსი ძმა” მიეჩვია. ევროკავშირი დროულად მიხვდა და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ჰოდა ახლა, სხვებიც უნდა გადავაჩვიოთ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი
Next: ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის კანტორა კვლავ შფოთავს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.