Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვთხოვ მთავრობის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ

მარშალ პრესი 26/02/2024
ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე. 

გვესმის, რომ ბანკს, პირველ რიგში, აქვს კომერციული  ინტერესები, თუმცა ამასთან ერთად, ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე პუნქტით.

მინდა ვთხოვო მთავრობის შესაბამის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: პირდაპირი დაკვეთაა კაცობრიობა ტრადიციული ოჯახიდან, იქცეს მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე, რაც სათავეს ამერიკაში იღებს და ევროპაში პოვებს გაგრძელებას
Next: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025