Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტების 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე, ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში

მარშალ პრესი 26/02/2024
ირაკლი კობახიძე2

პარლამენტმა როგორც მოგეხსენებათ, შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება უკვე წელსვე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელს უნდა იქნას უზრუნველყოფილი უნივერსიტეტების 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მიერ ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში

„პარლამენტმა როგორც მოგეხსენებათ, შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება უკვე წელსვე. წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტების 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე, ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობისა საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.

მე მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოვადგინოთ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში და ასევე, თანამშრომლობის საფუძველზე კერძო სექტორში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ამერიკული ინტერესები ჩვენს ეროვნული ინტერესებს პრინციპულად არის აცდენილი – “ხალხის ძალა”
Next: ე.წ. „საქართველოს მეგობართა ჯგუფში“ იხარშებოდა საქართველოს დასანქცირების, ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქობის” თუ ჩვენი მოსამართლეების დასჯის საკითხები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025