Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი მიზანი ჰქონდათ – როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება. ამას ემსახურებოდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხაზარაძე ახორციელებდა

მარშალ პრესი 25/02/2024
სოზარ სუბარი

ბევრ რაღაცაში ბოლშევიკურ იდეოლოგიას იმეორებდა ერთი-ერთში. ბოლშევიზმის მთავარი მიზანი იყო გაენადგურებინა არსებული ელიტა და შეექმნა თავისი ელიტა, რომელიც მისი იდეოლოგიის გამტარი იქნებოდა. სააკაშვილმაც ზუსტად ამის გაკეთება დაიწყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„არ ვიცი რამდენად გააზრებული ჰქონდა მას რას აკეთებდა, მაგრამ ძალიან ზუსტად ჰქონდათ გააზრებული მათ, ვინც ის მოიყვანა ხელისუფლებაში და ვინც მისი პატრონები იყვნენ რეალურად, ქვეყნის გარედან. ის სიტყვა-სიტყვით ასრულებდა მათ დაკვეთას. ფორმულირებულიც კი ჰქონდა ეს პოლიტიკა, ეს იყო ახალი ქართველის შექმნა. ბოლშევიკებს ჰქონდათ ახალი ადამიანის შექმნა, ამას ჰქონდა ახალი ქართველის შექმნა“, – აღნიშნა სუბარმა.

„ხალხის ძალის“ წევრის თქმით, ამ მიზანს ემსახურებოდა მამუკა ხაზარაძის მიერ განხორციელებული პროექტებიც.

„ერთი დამსახურებული ადამიანის გვერდით იყო 3-4 ისეთი მართლა ფსევდო კი არა, ანტიკულტურული და ანტიეროვნული ნაწარმოებები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ – როგორმე დაენგრიათ ეროვნული ცნობიერება. ამას ემსახურებოდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ხაზარაძე ახორციელებდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ის დღემდე აგრძელებს ამას“, – აღნიშნა სუბარმა.

Continue Reading

Previous: იყო განწყობა, რომ სცენაზე უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისრის გვერდით იდგა ევროპული ქვეყნის ლიდერი – ილია დარჩიაშვილი კობახიძის, ვარჰეისა და ბორელის პრესკონფერენციაზე
Next: სოფო ჯაფარიძე იუწყება, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაში თვით ევროპარლამენტიც ჩაერთო (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025