Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 25/02/2024
შალვა პაპუაშვილი

განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს გაცილებით ძლიერი ვართ, შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველო სპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია – საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხი საბჭოთა რეჟიმთან და ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია. მიუხედავად ქართველ პატრიოტთა დიდი ძალისხმევისა, მაშინდელმა ახლად შექმნილმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო, გამკლავებოდა ბოროტ ძალას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუსპო განვითარების და თავისუფლების პერსპექტივა.

ოკუპაცია დღესაც გრძელდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავ მოუხდა უთანასწორო ბრძოლაში შესვლა. დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ძირძველი ნაწილი ოკუპირებულია.

განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი, სუვერენული და თავდაჯერებული ვართ. ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, – წერს პაპუაშვილი ფეისბუქპოსტში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

Continue Reading

Previous: აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული – ამერიკის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის 103 წლისთავთან დაკავშირებით
Next: როგორ ლაპარაკობს ეს ვირთხა კაცი მაია ბითაძეზე ან რა სიტყვებით მოიხსენიებს ქალს! – ნინო ფოჩხუა თამაზ ელიზბარაშვილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025