Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, დღე, რომელიც გვახსენებს ოკუპაციის იმ შედეგებს, რომლებმაც ათწლეულებით შეაფერხა ქვეყნის განვითარება და დააშორა ევროპულ არჩევანს

მარშალ პრესი 25/02/2024
კახა კალაძე

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, დღე, რომელიც, ერთი მხრივ, გვახსენებს ოკუპაციის იმ შედეგებს, რომლებმაც ათწლეულებით შეაფერხა ქვეყნის განვითარება და დააშორა ევროპულ არჩევანს, მეორე მხრივ კი, მიგვითითებს იმ უმთავრეს ღირებულებაზე, რაზეც დგას საქართველო და რამაც აქამდე მოგვიყვანა: ესაა სამშობლოს, მოყვასისა და თავისუფლების სიყვარული, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამ სიყვარულით იბრძოლეს ჩვენმა ჯერ კიდევ ნორჩმა წინაპრებმა და თავი შესწირეს იმ უმთავრესს, რისიც სწამდათ. სწორედ მათმა მაგალითმა, მათმა დანატოვარმა და არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ამისთვის საჭიროა ერთიანობა და ერთობით სვლა იმ მიზნისკენ, რომელსაც გამთლიანებული, განვითარებული და ძლიერი საქართველო ჰქვია“, – წერს კალაძე.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

Post navigation

Previous: ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ და სამყარომ დაინახა, რაოდენ დიდი იყო სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი
Next: აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული – ამერიკის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის 103 წლისთავთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.