სააკაშვილმა თავისი უპასუხისმგებლო ქმედებითა და განცხადებებით საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა მძევლად აიყვანა, ეს ყოვლად მიუღებელი იყო ჩვენთვის – დავით ზალკალიანი

557
წაკითხვა/ნახვა
mpn

უკრაინასთან ჩენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ის გაუგებრობა და ის უხერხული სიტუაციები, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც შექმნა ყოფილმა პრეზიდენტმა, ამ ადამიანმა თავისი უპასუხისმგებლო ქმედებითა და განცხადებებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მძევლად აიყვანა, ეს ყოვლად მიუღებელი იყო ჩვენთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხდა.

მან, ასევე შეაფასა უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და აღნიშნა, რომ უკრაინელი პარტნიორისგან საქართველომ მკაფიო და შედეგიანი გზავნილები მიიღო.

„ჩვენ პირველ რიგში ჩვენს სახელმწიფოებრიობას ვცემთ პატივს და გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ამაზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია უკრაინასთან და მათ ძალიან კარგად იციან თუ რატომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი. ახლა საჭიროა ეს ურთიერთობა მეტი დინამიზმით წინ წავიდეს და ამას ემსახურება სწორედ ის ვიზიტები. 9 წლის შემდეგ მე ვიყავი პირველი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ჩავიდა უკრაინაში. მე მქონდა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან . ამას მოჰყვა უკრაინის პრემიერ მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ძალიან შედეგიანი იყო. და ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან. უახლოეს მომავალშ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ვიტი, როგორც კიევიდან თბილისში, ასევე თბილისიდან კიევში. ჩვენ ძალიან კარგად დავინახავთ, რომ ჩვენი საერთო გამოწვევები, ოკუპაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქმეზე აბსოლუტურ ფოკუსირებას მოითხოვს. იმისთვის, რომ ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ვიყოთ ერთიანები და კოორდინირებულები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები
mpn
მოწონება