Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

საქმეზე „რუსთავის მერია ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ“ ხვალ სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება

მარშალ პრესი 25/02/2024
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია იხილავს უპრეცედენტო საქმეს – “რუსთავის მერია რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ”.

ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საკრებულომ ათეულობით საკითხი ჯერ ბიუროზე, ხოლო შემდეგ სხდომაზე არ გაიტანა. მერიის იურისტები ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, კომისია როგორ დასკვნას გასცემს ამა თუ იმ საკითხზე, საკითხი განსახილველად აუცილებლად უნდა მოხვდეს საკრებულოს სხდომაზე.

საპირისპირო მოსაზრება აქვს საკრებულოს ხელმძღვანელობას, რომელსაც გახარია – ნაცმოძრაობის კოალიცია მართავს.

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით ხვალ გამოაცხადებს.

Post navigation

Previous: “ლელოს” ახალი წინასაარჩევნო პერფორმანსის მოლოდინში ვართ. მაგალითად: ხაზარაძე ნიჩბით ორმოებს თხრის, მის უკან უსუფაშვილი კი ამ ორმოებს ისევ მიწით ავსებს
Next: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.