ძალიან სასაცილოა, როდესაც ოპონენტების მხრიდან, ისმის სწორედ ისეთი ნარატივი, როგორიც რუსეთიდან – დავით ზალკალიანი

338
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ძალიან სასაცილოა, როდესაც ოპონენტების მხრიდან, ისმის სწორედ ისეთი ნარატივი, როგორიც რუსეთიდან, რომ თითქოს საქართველო და უკრაინა არ არიან მიწვეული ნატოს შემდეგ სამიტზე. მანიპულაციები და სპეკულაციები ამ თემაზე ისეთივეა, როგორიც მარია ზახაროვას ნარატივი. საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხდა.

„ეს არს ნატოს სამიტი. ნატოს სამიტში მონაწილეობას იღებენ ნატოს წევრი ქვეყნები. ეს სამიტი არის განსხვავებული ფორმატის და არ არის სრულმასშტაბიანი, როგორიც 2022 წელს გაიმართება. ეს არის ერთგვარად მოსამზადებელი სამიტი 2022 წლისთვის. არცერთი პარტნიორი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული ამ სამიტზე. ჩვენ, უკრაინასთან ერთად, ძალიან სერიოზული საქმიანობა განვახორციელეთ ყველა წევრ ქვეყანასთან, ყველა პარტნიორთან იმისთვის, რომ ჩვენი პროგრესი ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, აისახოს იმ გადაწყვეტილებებში რომელსაც მიიღებენ 14-15 ივნისს ბრიუსელში. ჩვენ გვექნება მკაფიო გზავნილები ნატოს სამიტის მხრიდან და მკაფიო დეფინიცები საქართველოს პროგრესის ასახვის კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება