Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ადგილზე, რომელზეც არის და გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება

მარშალ პრესი 24/02/2024
ნინო ოთარიშვილი

გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლადგილზე, რომელზეც არის და  გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა პოზიტიურად, მათთვის სასარგებლო შედეგით წარიმართა.

„ძალიან მომზადებული ვიყავით არგუმენტაციის გასამყარებლად. მოტანილი გვქონდა აბსოლუტურად ყველა ექსპერტიზა და დოკუმენტი, რომელიც ჩვენს არგუმენტაციას გაამყარებდა. სრულიად მოულოდნელად, საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით. ჩვენი არგუმენტაცია,  ძალიან დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული. გადაწყდა, რომ სახელმწიფო კლინიკა, ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკა თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც არის. გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება უკანა მხარეს ეზოში. ამავე დროს მოხდება იმ კორპუსის, ნაწილის, რომელშიც დღესდღეობით რესპუბლიკური საავადმყოფოა განთავსებული, მოდერნიზაცია, იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში კლინიკამ სრულად შეძლოს პაციენტებისთვის სერვისების მიწოდება. უკან ახალი შენობა როდესაც აშენდება რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში“, – აღნიშნა ექიმმა.

Post navigation

Previous: მამუკა ხაზარაძე თხას მოეფერა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ფორუმი თემაზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლება – მიღწევები და გამოწვევები გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.