Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

მარშალ პრესი 23/02/2024
d1060933-7242-48a4-b840-fadecb55466d

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს. განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და მოლოდინები.

საუბარი შეეხო ამ კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს. აღინიშნა, რომ წელს, პირველად, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც გულისხმობს ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტრონულად. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და უზრუნველყოფილი იყოს ძალიან ფართო დაკვირვება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე საქართველოსა და NDI-ის შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

Post navigation

Previous: გვარამია, მელია, გახარია, „ლელო“ და ა.შ. სინამდვილეში ყველა „ნაცმოძრაობაა“, მათ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სათავეში რეზიდენტ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩაუყენებენ
Next: ყველგან ასეთი რიგი დგას, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს ამდენი ათასი ადამიანის მოთხოვნა – სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის გათავისუფლების ხელმოწერებებზე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.