Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “კიბერსივრცის და კიბერუსაფრთხოების არსი, გამოწვევები და შესაძლებლობები”

მარშალ პრესი 23/02/2024
429638574_779871844195403_5750833250705242376_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “კიბერსივრცის და კიბერუსაფრთხოების არსი, გამოწვევები და შესაძლებლობები”.

შეხვედრის მიზანია, მსმენელები გაეცნონ კონკრეტულ ინფორმაციას, კიბერჰიგიენის ძირითადი მიდგომების შესახებ, ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეებთან გამკლავების მეთოდებზე, მსგავსი ტიპის კომუნიკაცია, სამიზნე ჯგუფების ცოდნის გაღრმავების ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, მიმდინარე პროცესების, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი, კიბერუსფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი აკაკი შეყილაძე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, აიპებისა და შპს ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ჟოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო – პრემიერი
Next: ჩვენი ევროპელი კოლეგები არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.