Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ და უკონტროლოდ გამრავლებულ ძაღლებთან არის დაკავშირებული

მარშალ პრესი 23/02/2024
მაია ბითაძე

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ და უკონტროლოდ გამრავლებულ ძაღლებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„დეზინფორმაციის გავრცელების ახალ ტალღასაც არ გამოვრიცხავ, რადგან კვლავ გრძელდება ცრუ ინფორმაციები. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ გულანთებული ძაღლის მოყვარულები შეიყვანონ შეცდომაში და თან დააბულინგონ ისინი – ადამიანები, რომლებიც სათავეში უდგანან ამ პროცესს, ამ აქვთ 2 მიზანი: პირველი მიზანი დაკავშირებულია მათ შინაგან ეგოსთან, რომ ისინი არიან ამ თემის ბატონ-პატრონები და სახელმწიფო არ შევიდეს ამ თემაში და არ უნდა გააკონტროლოს, მეორე კი სამწუხაროდ არის კერძო ინტერესი. ხდება გარკვეული თანხების მობილიზება და არის მოსაზრებები, რომ რიგ შემთხვევებში ძაღლებს იყენებენ სხვადასხვა მიზნით“, – აღნიშნა ბითაძემ.

Post navigation

Previous: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იმავე ტემპით, იმავე სისტემური მიდგომით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს წელი ვაქციოთ შემდგომი დაახლოების წლად
Next: დღეს ოპოზიციაში არის არაფორმალურად შექმნილი სტრუქტურები ყალბი ორგანიზაციების სახით, რომლითაც ისინი ხელფასს იღებენ სხვა ქვეყნებიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.