IMG.GE IMG.GE

ძველი ოპოზიციის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებაზე გაკეთებული განცხადება უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებასა და ახალ საარჩევნო სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას.

იკვეთება, რომ ეს არის კოორდინირებული და თუ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან მკაფიო განცხადებები არ გაკეთდება, ემიჯნებიან თუ არა „საარჩევნო სისტემის ჩაგდების“ გეგმას, ჩავთვლით, რომ ეს სწორედ მათი გეგმაა.

ამ ფონზე, ჩვენი პირობა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებისას დავდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავამტკიცოთ საკონსტიტუციო ცვლილებები – ძალაშია და ორშაბათს ჩვენს პოზიციას კენჭისყრით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შალვა ნათელაშვილი დღეს გამოეხმაურა გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის გუშინდელ განცხადებას, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში“. ნათელაშვილის თქმით, ელჩს “აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი”. მან გერმანიის მთავრობას მოუწოდა, რომ გაიწვიონ “სამარცხვინო ელჩი”.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება