Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ალექსეი ნავალნის დედას შვილის ცხედარი აჩვენეს, მისი თქმით აშანტაჟებენ და პირობებს უყენებენ

მარშალ პრესი 22/02/2024
ლუდმილა ნავალნაია

ლუდმილა ნავალნაიამ, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დედამ, განაცხადა, რომ მას შვილის ცხედარი აჩვენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მისი თქმით, გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის ცნობილია გარდაცვალების მიზეზი და აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამომძიებლები მას ემუქრებოდნენ, რომ დათანხმდებოდა მისი შვილის საიდუმლო დაკრძალვას.

“მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ, სად, როდის და როგორ უნდა დავკრძალოთ ალექსეი”, – განაცხადა მან.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

Post navigation

Previous: ოპოზიცია ითხოვს, ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხიც ჩაერთოს, ამის არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ჩვენი თანხმობა არ არის
Next: „ლიბერთი ბანკმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.