Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ არავის ებრძვის, „ქართული ოცნება“ თავს იცავს – კახა კალაძე

მარშალ პრესი 22/02/2024
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა თავადვე დაამტკიცეს, რომ მათ მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აბსურდი და სისულელე იყო.

ამის შესახებ მან „ლელოს“ ერთ-ერთი წევრის მიერ პარტიის დატოვებისა და ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე პროცესების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პარტიის დატოვების საფუძველი რა იყო, არ ვიცი. გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია, ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო, რაც თავიანთი განცხადებებით, თავადვე დაამტკიცეს. როდესაც კონკრეტული კითხვები დაუსვეს, აბსოლუტურად აირივნენ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ. იგივე მოხდა 1 000-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით. ჯაფარიძე გამოვიდა და აბსოლუტურად სხვა რაღაც თქვა, მისი თანაგუნდელები კი სხვა რამეს ამტკიცებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. კარგად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ბლეფია, რომელიც ხაზარაძეს, ზოგადად, თავისი წარსულიდან გამომდინარე, თან მოსდევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და სხვა პარტიებში მიმდინარე პროცესები მისი ინტერესის საგანი არ არის.

„გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა ვითარება აქვთ პარტიაში. ეს ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. ჩვენ ვემზადებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩასული ვიყავით ყველა ქალაქსა და რაიონში, შევხვდით ჩვენს მხარდამჭერებს, მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე – რატომ ესხმის „ქართული ოცნება“ „ლელოს“ თავს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია იმ ბრალდებებისა და შეურაცხყოფისგან იცავს თავს, რომლებიც ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან ისმის.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა – 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება
Next: ოპოზიცია ითხოვს, ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხიც ჩაერთოს, ამის არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ჩვენი თანხმობა არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.