
default
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თხილნარის ცენტრში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სკვერს, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო გარე განათების სისტემა და მწვანე კორდი, მიმდინარე წელს, კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე არის სკვერისა და ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოები დაგეგმილი.
დასრულებული, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, თავმჯდომარის მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატებთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
