Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია

მარშალ პრესი 22/02/2024
ბექა დავითულიანი

ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია, რა თქმა უნდა თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ გახარიას პარტიასთან სამომავლოდ კი არა, დღესაც თანამშრომლობს.

მისი თქმით, მცირე საკრებულოებში, სადაც მოახერხეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას გუნდს ემუშავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შეკრეს უმრავლესობა და ეწევიან საბოტაჟს.

„ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია, რა თქმა უნდა თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული. იმ მცირე საკრებულოებში, სადაც მოახერხეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას გუნდს ემუშავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შეკრეს უმრავლესობა და ეწევიან საბოტაჟს, ადგილზე რაიონებში და რეგიონებში, ყოველდღიური ყოფის დონეზე ქმნიან პრობლემებს“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: არ მოგეჩვენათ, ეს ნიკა გვარამიას, “ნაციონალური მოძრაობის”სინონიმის აღიარებითი ჩვენებაა – თამთა მეგრელიშვილი
Next: შალვა პაპუაშვილის გამოსვლა იყო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის გამოსვლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.