Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 22/02/2024
ნინო ფოჩხუა

ფანტასტიკის სფეროსაც სცილდება ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტული დამოკიდებულებით უმცირესობის მიმართ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებას, რომელმაც ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოდ ცნო, როგორც დედის რძე.

მისი თქმით, “უკიდეგანო მარაზმია” ტრანსგენდერის მიერ, გარეგანი ჩარევით, ჰორმონებით წარმოქმნილი რძით ჩვილი ბავშვის კვება.

“ფანტასტიკის სფეროსაც სცილდება ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტული დამოკიდებულებით უმცირესობის მიმართ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. ის ვინც ამ სიგიჟეს იგონებს, ზუსტად ხომ იცის, რომ ბუნებაზე მაღლა არ დგას და მის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას მომავალი არ აქვს. მაშინ რატომ ასეთი სიგიჟე? მე პასუხი არ მაქვს ან ჩვენს ფსევდო ლიბერალებს ნუთუ მოსწონთ ის რაც ახლა ხდება, ტრანსგენდერი, რომელიც გარეგანი ჩარევით, ჰორმონებით წარმოქმნილი რძით კვებავს შვილს, ეს ხომ უკიდეგანო მარაზმია. მათ ხომ შვილები ჰყავთ, ძმები, დები? მე მაინც მგონია ამ უბედურებას რაც დღეს მსოფლიოში ხდება, გაგრძელება არ უწერია, არ არის კანონზომიერი და იმიტომ. მე კი ღმერთს ვთხოვ დაიფაროს ჩემი სამშობლო ამ სიგიჟისგან” – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე – ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სრულად დაუჭერს მხარს
Next: საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის – პანდემიის, ომის და რადიკალიზმის – გასანეიტრალებლად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025