Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

მარშალ პრესი 21/02/2024
კობახიძე- სტოლტენბერგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს, ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ირაკლი კობახიძემ ალიანსის გენერალურ მდივანს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსახილველ საკითხებს შორის იყო  რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული უსაფრთხოების გარემო. პრემიერ-მინისტრმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

Post navigation

Previous: საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება
Next: ძალიან გვახარებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის კეთილდღეობის, დემოკრატიის კუთხით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.