Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე შესაძლოა ლევან კობიაშვილი დაინიშნოს

მარშალ პრესი 21/02/2024
ლევან კობიაშვილი

„უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ჩეფერინის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის არ აპირებს მეოთხე ვადით კენჭისყრას, გააძლიერა კამათი ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.

„რომ არა ჩეფერინის ეს განცხადება, 2027 წლის არჩევნებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია თითქმის არ იქნებოდა. პრეზიდენტობის მსურველები დაიწყებენ თანამდებობისთვის ბრძოლას. აშკარა კანდიდატი რამდენიმეა: პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეში, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ არჩევნების წელს ის 75 წლის იქნება; „ფიფას“ საბჭოს წევრი რუმინელი რაზვან ბურლეანუ ახალგაზრდა კანდიდატად ითვლება, თუმცა, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მოისურვებს. ექსფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს და გასულ წელს „უეფას“ აღმასკომის წევრი გახდა, ჩეფერინის ახლო მოკავშირეა და აშკარა ფავორიტებს მიღმა, შეიძლება მისმა კანდიდატურამაც იმუშაოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

Post navigation

Previous: ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო – რატი იონათამიშვილი თემურ ჯანაშიაზე
Next: ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერების მიმართ – ევროკავშირთან ასოცირების საბჭო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.