Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კონკრეტული პირების, მათ შორის ნიკა გვარამიას პოლიტიკური რეინკარნაცია გამორიცხულია, რადგან ქართული პოლიტიკა არ არის უპრინციპო ადამიანების გაერთიანება და მისი ეს თამაში ჩანასახშივე წაგებულია

მარშალ პრესი 21/02/2024
თამთა მეგრელიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც „ქართულ ოცნებასთან” საარჩევნო ბრძოლაში 12-ჯერ დამარცხდა და კიდევ რამდენჯერმე დამარცხდება, „ქართულ ოცნებასთან” რევანშისტობანას თამაშში კოალიციური მთავრობის საჭიროებაზე ალაპარაკდა“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას გახარიასთან კოალიციის შექმნის თაობაზე, რომელიც მისი 2019 წლის განცხადებისგან განსხვავდება.

მეგრელიშვილის თქმით, კოალიციური მთავრობის იდეის განხორციელება ძნელად წარმოსადგენია, ვინაიდან, მმართველ პარტიას ამომრჩეველთა 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და მთავრობის დაკომპლექტებას უპრობლემოდ შეძლებს.

„ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც „ქართულ ოცნებასთან” საარჩევნო ბრძოლაში 12-ჯერ დამარცხდა და კიდევ რამდენჯერმე დამარცხდება, „ქართულ ოცნებასთან” რევანშისტობანას თამაშში კოალიციური მთავრობის საჭიროებაზე ალაპარაკდა.

ძნელი წარმოსადგენია კოალიციური მთავრობის იდეის განხორციელება, მაშინ როცა „ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა 60% ის მხარდაჭერა აქვს და მთავრობის დაკომპლექტების პრობლემა უბრალოდ არ ექნება. კოალიციური მთავრობის გეგმა არის პოლიტიკური ნაღმი, რომელიც ამომრჩეველს ოპოზიციურმა ძალებმა საარჩევნოდ დაუდეს, მაგრამ ამ ნაღმზე ინფორმირებული ამომრჩეველი არ აფეთქდება.

კონკრეტული პირების, მათ შორის ნიკა გვარამიას პოლიტიკური რეინკარნაცია გამორიცხულია, რადგან ქართული პოლიტიკა არ არის უპრინციპო ადამიანების გაერთიანება და მისი ეს თამაში ჩანასახშივე წაგებულია,” – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: მომავალში თუ „ნაც-კამასუტრას” გამოცემას ჩაუყრის საფუძველს, სახელმძღვანელოს სახით ალბათ აუცილებლად მისაღები იქნება პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე იმის დემონსტრაციის მიზნით – სად გადის რუბიკონი დასაშვებსა და უკადრებელს შორის
Next: სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025