IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის,  შალვა ნათელაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“შალვა ნათელაშვილის “სხარტულები” უკვე სასაცილოც აღარ არის. ის დაემსგავსა იმ ბავშვს’ რომელსაც ადრე სუფრაზე “პასპორტს” ამოაღებინებდნენ და მამის ძმაკაცები ფულს ჩუქნიდნენ’ მაგრამ ბავშვი გაიზარდა’ აღარავინ ეთამაშება და ფულის საშოვნელად ქუჩაში შარვალჩახდილი გავარდა.
“განცხადება” რომელიც მან გერმანიის ელჩის’ ჰუბერტ ქნირშის მისამართით გააკეთა’ გასცდა როყიოდ ნასროლ ფრაზებს და აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ფორმა მიიღო.
კიდევ ერთხელ ვამბობ – სასწრაფოდ ამოქმედდეს კანონი ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ”, – წერს გაბრიჭიძე.

შალვა ნათელაშვილი დღეს გამოეხმაურა გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის გუშინდელ განცხადებას, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში“. ნათელაშვილის თქმით, ელჩს “აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი”. მან გერმანიის მთავრობას მოუწოდა, რომ  გაიწვიონ  “სამარცხვინო ელჩი”.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება