Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან – კახა კალაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 20/02/2024
კახა კალაძე

მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი “ლუზერი” რადიკალი, არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ანუ სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს, ყველა იმ რადიკალ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც ახლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზეა, სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა.

მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველა მათგანის, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის წარსული და მისი ფუნქციები.

“თუ რა ფუნქცია ჰქონდა ვაჟბატონს [მამუკა ხაზარაძეს] და რა სიბინძურით იყო დაკავებული, რას აკეთებდა, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. არ სჭირდება საზოგადოებას შეხსენება, ვინ არის, რა წარსულის მქონე ადამიანია და ეს მუქარები, წარმოიდგინეთ, მისი გადმოსახედიდან, მაშინ პოლიტიკაში არ უნდა იყოს და გაქცეული უნდა იყოს. ამგვარია ხაზარაძისეული პოლიტიკა და მისი შეხედულებები. სამარცხვინოა, ასეთი ადამიანები საერთოდ, პოლიტიკაში კი არა, პოლიტიკაზე ვერ უნდა საუბრობდნენ.” – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: აი, ეს იქნება 36 კვირის მერე, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა და თქვენ გინდათ მუდმივ შიშში, ტერორში აცხოვროთ ხალხი – პაატა მანჯგალაძე
Next: ეს სახიფათო ტყუილია – დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის დაპირებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.