Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი ჭირს. მე გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი – ანა წითლიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს

მარშალ პრესი 20/02/2024
ანა წითლიძე

ნავალნის სიკვდილის ფონზე ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ციხეში გვყავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პუტინის პირადი მტერია მხოლოდ იმიტომ, რომ 2008 წელს გაბედა და წინააღმდეგობა გაუწია”– განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

“მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ციხეში და თუნდაც “ვივამედი”-ს კლინიკაში ჯდომა არაფერია, თუ არა, პირადი თავგანწირვა და გმირობა.

როგორც ნავალნიმ, სააკაშვილმაც ძალიან კარგად იცოდა სად ჩამოდიოდა და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დამდგარიყო მისი სიცოცხლეც და ჯანმრთელობაც.

ნავალნის სიკვდილის შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად დგას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება.

თუ არ გეშინიათ, მაშინ გაუშვით და მიეცით მას შესაძლებლობა, იყოს თავისუფალი.

მე მინდა მივმართო სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის რუსეთიო – ქალბატონო სალომე  ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თქვენ გჯეროდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს  ამ ქვეყნისთვის სიკეთე უნდოდა, გჯეროდათ მანამ, სანამ პირადად არ შეგეჯახათ.

ნუ გამოცდით ივანიშვილის რუსულუ რეჟიმს, თუ რამე დგას საფრთხის წინაშე, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე. მე არ გთხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან მგონია, რომ მას შესაწყალებელი არაფერი ჭირს.

მე გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ციხეში გამოკეტვა, 30 წლის განმავლობაში არ ვიტრიალოთ ჩაკეტილ წრეზე. თქვენ ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ, მათ შორის იმიტომ რომ, ვის ვის და თქვენ, ყველაზე კარგად გესმით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა”- განაცხადა ანა წითლიძემ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფორუმი ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლება – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართება
Next: აი, ეს იქნება 36 კვირის მერე, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა და თქვენ გინდათ მუდმივ შიშში, ტერორში აცხოვროთ ხალხი – პაატა მანჯგალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.