Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი გულისხმობს იმას, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია

მარშალ პრესი 20/02/2024
ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს მომავალ განვითარებას შეეხება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციას შეეხება.

„ბატონი პრემიერი მიუთითებს იმ პრიორიტეტის შესახებ, რაც სახელმწიფოს წინაშე დგას – ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეფორმებისა და ცვლილებების მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“,– განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: რაც არ უნდა მინისტრად მოგვევლინოს ხაზარაძე, გვარამია, ვაშაძე თუ პაატა მანჯგალაძე, ამას ისინი არ წყვეტენ, მათ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი
Next: ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.