Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში – ვახტანგ მახარობლიშვილი

მარშალ პრესი 20/02/2024
ვახტანგ მახარობლიშვილი

დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი იქნება უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა, რომელიც პირველად ჩატარდება მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

„იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. მოგეხსენებათ, ეს არის პირველი გარე ვიზიტი, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება ქალაქ ბრიუსელში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი იქნება უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო. ეს არის რიგით მერვე, მაგრამ პირველი ასოცირების საბჭო მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.

ყურადღებას გავამახვილებდი ასოცირების საბჭოს დღის წესრიგზე, რომლის პირველი თემაც გახლავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ვფიქრობ, ეს მეტად მნიშევნელოვანი და ნიშანდობლივი სიახლეა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგისთვის, რადგან აქედან ჩანს, რომ ევროკავშირთან ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და ამ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე.

ბუნებრივია, საუბარი იქნება იმ რეფორმებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ახორციელებს საქართველო. იმ ცხრა ნაბიჯზე, რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა ევროკომისიამ და მათი იმპლემენტაციის მდგომარეობაზე“,– განაცხადა მახარობლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

Continue Reading

Previous: ბრიუსელში საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე
Next: ამინდის პროგნოზი 20-22 თებერვლისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025