Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაძლიერებულია შიდა და გარე ძალების შანტაჟი და კონსოლიდირებული მოქმედება

მარშალ პრესი 12/05/2022
გია გაჩეჩილაძე

შანტაჟი წამოვიდა ამ დღეებში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაძლიერებული კონსოლიდირებული მოქმედებაა შიდა და გარე ძალების ერთად – ამის შესახებ მუსიკოსმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ „უცნობის კიდობანში“ განაცხადა.

„დღევანდელ სიტუაციაში ძალიან ბევრი ტყუილი ამბები ვრცელდება, ტყუილ-მართლის გარჩევა ძალიან რთული გახდა, ადამიანებს უფრო შინაგანი ინტუიცია თუ უკარნახებთ, სად არის ტყუილი და სად მართალი. ხშირ შემთხვევაში ისინი არ ცდებიან, იმდენად ნათელია ყველაფერი, რომ შეიძლება რაღაცას ხმამაღლა არ იძახდეს, მაგრამ სიმართლეს მაინც გრძნობდეს სად არის სიმართლე და სად ტყუილი. შანტაჟი წამოვიდა ამ დღეებში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაძლიერებული კონსოლიდირებული მოქმედებაა შიდა და გარე ძალების ერთად. ჩვენ, ყველანი ვხედავთ თუ რა ხდება „სუის კრედიტ“ ბანკში. ეს არის შვეიცარიული ბანკი, რომელსაც ბატონმა ივანიშვილმა სასამართლო პროცესი მოუგო და ზუსტად ამ ბანკიდან რაღაც სერიოზული პოლიტიკური არგუმენტები დაასახელეს იმისთვის, თუ რატომ არ იქნა ესა თუ ის ტრანზაქცია შესრულებული. თითქოს დიდი შანტაჟის სუნი უდის ამ ყველაფერს, თუმცა ადამიანი თუ კარგად დაფიქრდება, ყველაფერს მიხვდება, რატომ ხდება და რა მიზნით არის ეს ყველაფერი გამოწვეული, სჯობს ვილაპარაკოთ, ვიდრე დახურული იყოს ეს თემა და არ ვილაპარაკოთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

Continue Reading

Previous: ნათელაშვილის უსიამოვნო სიურპრიზი ეკა მიშველაძეს (ვიდეო)
Next: წალენჯიხის ოპოზიციურმა მერიამ ადგილობრივებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 644 000 ლარის სარგებლობის უფლება წაართვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025