Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„სალომე ზურაბიშვილი ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი“ – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 19/02/2024
დავი ქართველიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა “ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და დასძინა, რომ მიუნხენის კონფერენციაში ზურაბიშვილის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას.

„სალომე ზურაბიშვილი ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც ასრულებს დავალებებს და რა აქვს მოტივაცია დავალების შესრულებისას – შეიძლება ეს იყოს მისი ოჯახის წევრების სარფიანად დასაქმება, თუ 2003-2004 წლებში მიღებული დავალების ამ ეტაპზე შესრულება, დავინახავთ რამდენიმე თვეში.

მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არის კიდევ ერთი შეურაცხყოფა იმ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების, რომელმაც მას უთხრა, შენ საქართველოს ე.წ პრეზიდენტო, რომელსაც ფიცი გაქვს დადებული ქვეყნის კონსტიტუციაზე, არ სცემ პატივს ამ კონსტიტუციას და არღვევ მას.
– ვარღვევ პასუხობს სალომე ზურაბიშვილი და უკვე მერამდენედ დემონსტრაციულად მიდის იქ, სადაც ფუნქციონალურად, კონსტიტუციით არაფერი ესაქმება. წავიდა იმისთვის, რომ პოლიტიკურ „კარტინკას“ კიდევ ერთი პაზლი შემატოს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე, აღმოჩნდა, რომ კომპანია დაღუპეს არასწორი მართვის გამო – ირაკლი ზარქუა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე
Next: არასდროს მჯეროდა, რომ ბატონი ხაზარაძე ანაკლიის პროექტის ამწევი იყო, ხოლო ასეთი რეპუტაციული ფაქტორი მის პოლიტიკურ საქმიანობაზე ისედაც ასახულია, 2 % თან ახლოს მდგომი რეტინგით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.