Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ვაშაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ამაზეც ერთმანეთს დახოცავენ – გურამ მაჭარაშვილი

მარშალ პრესი 19/02/2024
გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მულტფილმ „სიზმარას“ ადარებს ოპოზიციის მცდელობას შექმნას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი. როგორც ის აცხადებს, ოპოზიციას აქვს სიზმრებით და ფანტაზიებით ცხოვრების უფლება, მაგრამ იქნება თუ არა ქვეყანაში კოალიციაური მმართველობა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს.

„ნუ შეწუხდებიან იმით, თუ რას გადაწყვეტს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს – კოალიციურ მთავრობას თუ რაიმე სხვას. რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ სიზმრებს, ცნობილი მულტფილმია „სიზმარა“ – აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდევ ვარსკვლავები…

დაირიგეს მინისტრების პორტფელები ვარსკვლავებივით, ოღონდ არ ვიცი ახლა ვინაა სიზმარა – სააკაშვილი, კეზერაშვილი თუ ხაბეიშვილი. პრემიერ-მინისტრი ვაშაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ამაზეც ერთმანეთს დახოცავენ… ეს მათი საქმეა და უფლება აქვთ ასეთი სიზმრებით და ფანტაზიებით იცხოვრონ. მაგრამ რეალობა კი, ის იქნება, რომ ყველას გასაგონად, მსოფლიოს გასაგონად საქართველოს საზოგადოება გადაწყვეტს კოალიცია იქნება საჭირო ქვეყანაში, თუ არა.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.

აღსანიშბავია, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კოალიციური მთავრობის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრად გიორგი ვაშაძე, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, შს მინისტრად დიმიტრი შაშკინი და ინფრასტრუქტურის მინისტრად მამუკა ხაზარაძე სახელდებიან.

Post navigation

Previous: ნავალნის სიკვდილი ყველანაირად წამგებიანი იყო რუსეთისთვის და ეს მას აბსოლუტურად არაფერში აწყობდა – დავით ქართველიშვილი
Next: ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.