Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს პასუხობს

მარშალ პრესი 19/02/2024
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ საუბრობს. თალაკვაძის განცხადებით, ზურაბიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ვინაიდან ოპოზიციას კოალიციის ყველანაირი ფორმა უკვე მოსინჯული აქვს, რეალურად კი, ოპოზიციურ გაერთიანება კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს.

“თუ ის საუბრობს ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე, ესეც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ, ასე რომ, ყველანაირი კოალიცია ამ ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს და არანაირი სხვადასხვა ძალები რეალურად იქ არ არიან. რეალურად, აქ არის ერთი გაერთიანება, ეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც არავითარი კოალიციის მორალური უფლება არ აქვს.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ნუთუ ვერ ხვდებიან ევროპელი ლიდერები, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებელია და მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს?
Next: ვაშაძე-ბოკუჩავას პრეზენტაციის წარდგენისას “ფორმულის” წამყვანსაც კი გაეცინა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.